
შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მსუბუქია.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში გუშინ 3 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. დაღუპულთა შორის 2 შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ავარიის შედეგად დაშავდა 2 პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული.






















