
სიონში მეგობრებთან ერთად წასული ერთ-ერთი მამაკაცი ტბაში დაიხრჩო. „პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს წყალში ნივთი ჩაუვარდა, რომლის მოსაძებნად ნავით მარტო შევიდა. მეგობრები კი ნაპირზე ელოდებოდნენ.
მას ნავი ამოუყირავდა და დაიხრჩო. ფაქტს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში ცნობით, მყვინთავებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი უკვე იპოვეს და წყლიდან ამოასვენეს.






















