23:32 | 2020-09-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ირმა ინაშვილი: პასპორტში აფხაზური არც ვიზა მაქვს და არც შტამპი

ირმა ინაშვილი: პასპორტში აფხაზური არც ვიზა მაქვს და არც შტამპი

როგორ მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აქვს თუ არა პასპორტში აფხაზური შტამპი, ან ე.წ. ვიზა?! „ღამის კურიერის“ წამყვანის დასმულ ამ კითხვებს ირმა ინაშვილმა უპასუხა, რომ არ აპირებს ამ დეტალებზე საუბარს.

 

„მე ჩავედი აფხაზეთში, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს. ეს დეტალები არის ფაქიზი. ვიზა არ მაქვს და არც მეორე, ეს შემიძლია გითხრათ. ჩვენ მთავარ რამეს არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენ იქ ჩავედით და ეს არ მომხდარა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე.

 

ცნობილია, ვის შეხვდა ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში
2020-08-21ცნობილია, ვის შეხვდა ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში

 

30 წლის განმავლობაში, საქართველოს ვიცე-სპიკერი  არ ყოფილა აფხაზეთში. შევედით ღირსეულად. ის, რომ ჩვენ შევაბრძანეთ 2 მეტრის სიგანისა და 2 მეტრის სიმაღლის ხატი, ეს უფრო მნიშვნელოვანია. საზღვარი გადავკვეთეთ ისე, რომ ჩავედით ილორში. ამაშია ჩვენი დიპლომატია, ამაშია უნარი ჩვენი სწორი მოქმედებების, რომ ეს ყველაფერი გავიარეთ სწორად და უსაფრთხოდ.

 

აფხაზებთან რომ მივედით იმ პუნქტთან, მე დაველაპარაკე, ავუხსენი, რომ ვარ საქართველო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მიმაქვს ხატი ილორში და პირდაპირ გეუბნებით, რომ არ დავუყოვნებივართ. იქ სხვათა შორის ზედმეტი კითხვებს არ სვამენ. ჩვენმა სპეცსამსახურებმა კარგად იციან, რომ არც მე და არც ბატონ დავით თარხან-მოურავს „FCB“-სთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. “- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X