00:36 | 2020-09-05 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია – ინაშვილი

ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია – ინაშვილი

„მე ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია.“ – ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ღამის კურიერში განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსული ფული ასევე არასდროს აუღია მის კოლეგას, დავით თარხან-მოურავს.

 

ირმა ინაშვილი: პასპორტში აფხაზური არც ვიზა მაქვს და არც შტამპი
2020-09-04ირმა ინაშვილი: პასპორტში აფხაზური არც ვიზა მაქვს და არც შტამპი

„მე ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია რუსული ფული.

 

მე ირმა ინაშვილი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ჩემი ყოველი მოძრაობა განმსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით ჩვენი საქართველოსადმი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ და ტელემაყურებლის წინაშე, რომ მე ამას ვაკეთებ თბილისში, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან სადაც ხელი მიმიწვდება.

 

მე ირმა ინაშვილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, გამოფხიზლდით, ხომ ხედავთ რაც ხდება?! “- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X