00:49 | 2020-09-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი უდასტურებს.

 

მისი თქმით, ინფიცირებული რომელ კლასტერს მიეკუთვნება უცნობია. ამბობს, რომ ხვალ დილიდან, სპეციალისტები ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტურ კვლევას ჩაუტარებენ.

 

„დონას“ კლასტერს აჭარაში 9 ინფიცირებული დაემატა
2020-09-04„დონას“ კლასტერს აჭარაში 9 ინფიცირებული დაემატა

 

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამიტომ, ხვალ დილიდან სპეციალისტებისგან მივიღებთ რეკომენდაციებს, რა ფორმით გააგრძელებს ტელევიზია მაუწყებლობას.

 

მთელ გუნდს ჩაუტარდება კვლევა. ის ადმინისტრაციის თანამშრომელია. ინფიცირებული დღესაც სამსახურში იმყოფებოდა.  მას ტემპერატურა არ ჰქონია. ასეთ შემთხვევაში, შენობაში შემოსვლას ვერ შეძლებდა, რადგან თითოეულს ტემპერატურა შემოსვლისას ესინჯება. მას ეგონა, რომ იყო მოწამლული და მედიკოსებს ამიტომ დაუკავშირდა.

 

ჯერჯერობით, სავარაუდო დონეზეც არ ვიცით, სად შეიძლებოდა რომ დაინფიცირებულიყო. ამ ეტაპზე, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვაქვს ინფორმაცია.” – აცხადებს ვახო ხუზმიაშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X