
ახალი კორონავირუსის შემთხვევებიდან 5-ის წყარო უცნობია – ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტრაიმს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.
ამასთან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
დღეს, კორონავირუსის დადასტურებული 29 შემთხვევა დაფიქსირდა.






















