
ბოლო 30 დღის განმავლობაში, ფეისბუქ რეკლამებში პოლიტიკურმა პარტიებმა სოლიდური თანხა დახარჯეს.
„სტრატეგია აღმაშენებელსა“ და მის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებულმა გვერდებმა, ფეისბუქ რეკლამისთვის, ბოლო 30 დღეში, ყველაზე მეტი – 43,349 $ დახარჯეს.
გიორგი ვაშაძე – 38,828$
სტრატეგია აღმაშენებელი – 4,521$
ხარჯებით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“.
პარტია „ევროპული საქართველოსთან“ და მის ლიდერებთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდებმა რეკლამებში დაახლოებით, 22,043$ დახარჯა.
ევროპული საქართველო – 13,873$
გიგი უგულავა – 2,699$
ზურაბ ჭიაბერაშვილი – 2,432$
დავით ბაქრაძე – 1,971$
გიგა ბოკერია- 1068$
მესამე ადგილზე, ფეისბუქის ანგარიშის მიხედვით, არის პარტია „ლელო“, ორი ყველაზე აქტიური გვერდის ჯამურმა დანახარჯმა 16,672$ შეადგინა.
ლელო საქართველოსთვის – 12,547$
მამუკა ხაზარაძე – 4,125$
რაც შეეხება, მმართველ გუნდს: იკვეთება სამი ყველაზე აქტიური გვერდი, რომელმაც ჯამში, ბოლო თვის განმავლობაში, რეკლამაში 10,373$ დახარჯა.
გახარია – 4,381$
„ქართული ოცნება“ – 4,136$
კახა კალაძე – 1,856$
„პატრიოტთა ალიანისის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდმა ბოლო 30 დღის მანძილზე 1,910$ დახარჯა ფეისბუქ რეკლამისთვის.
აქტიურია პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილიც, რომლის ფეისბუქ რეკლამისთვის 4,632$ დაიხარჯა.
შეგახსენებთ, რომ Facebook-მა დამატებით 32 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახადა.






















