19:38 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

ბათუმში „ორბის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში „ორბის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სასტუმრო „ორბის“ ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ქალია და ის დასუფთავების სამსახურში მუშაობს.

 

უწყების ცნობით, ქალბატონი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ იმყოფებოდა და ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო სავარაუდოდ საკონდიტრო „დონაა“.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული სავარაუდოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის დედაა, რომელსაც ინფექცია ასევე რამდენიმე დღის წინ დაუდასტურა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის 15 ბათუმს უკავშირდება. საერთო ჯამში დღეის მდგომარეობით ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 1650 შემთხვევაა დადასტურებული.

 

დაწესდება თუ არა ხელახალი შეზღუდვები ქვეყანაში - გიორგი გახარიას პასუხი
2020-09-06დაწესდება თუ არა ხელახალი შეზღუდვები ქვეყანაში - გიორგი გახარიას პასუხი
ავტორი: Prime Time

X