
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამის მუქარას შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე ეხმაურება.
ნიკოლაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნულ საქმეს სამართლებრივად ჩამოშორდება, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მხარდამჭერებს ვეღარ გააჩერებს.
„მაგათ რომ ჭკუა ჰქონდეთ, საფრთხეებს გააცნობიერებდნენ. ერთ დღეს რომ ვთქვა, მე გავედი [საქმეს სამართლებრივად ჩამოვშორდი] მაგათი უბედურება იმ დღიდან დაიწყება. მე უამრავ ხალხს ვაჩერებ.
კამერაზე ასახულია, ერთადერთი, ვინც მანქანაში ბრუნდება, ეს მახარაძეა. ამას ექსპერტიზაც ადასტურებს“, – ამბობს ნიკოლაძე.
ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე „თეთრ ისარზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფმა იაკრობ ბრეგაძემ სიმართლე უნდა თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინვალიდის ეტლები იყიდონ.
მანამდე, მსგავსს განცხადებებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელსა და ადვოკატზე, მირიან ნიკოლაძეზე აკეთებდა.























