11:10 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

მასწავლებელი Zoom-ში გაკვეთილის დროს მოსწავლეების თვალწინ გარდაიცვალა (ბუენოს აირესი)

მასწავლებელი Zoom-ში გაკვეთილის დროს მოსწავლეების თვალწინ გარდაიცვალა (ბუენოს აირესი)

46 წლის პაოლა დე სიმონე Zoom-ში გაკვეთილებს ატარებდა, როდესაც უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნო, სუნთქვა გაუჭირდა და მოსწავლეების თვალწინ გარდაიცვალა. შემთხვევა ბუენოს აირესში მოხდა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

სკანდალი - ფილიპინელ საჯარო მოხელეს სექსის დროს ზუმში კამერა ჩაერთო
2020-08-29სკანდალი - ფილიპინელ საჯარო მოხელეს სექსის დროს ზუმში კამერა ჩაერთო

 

როგორც კი მოსწავლეებმა შეამჩინეს, რომ პაოლა ცუდად იყო, სასწრაფოს გამოძახება შესთავაზეს, თუმცა ქალმა მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოასწრო – „მე არ შემიძლია“ და სკამიდან გადავარდა. პაოლა ადგილზევე გარდაიცვალა.

 

პაოლა კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მას პნევმონია ჰქონდა და სუნთქვა ძალიან უჭირდა.

 

თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მუშაობას მაინც განაგრძობდა და მოსწავლეებს გაკვეთილებს უტარებდა.

 

პაოლას ქმარი ექიმია, მათ ერთი შვილი ჰყავთ. კორონავირუსის პანდემიის გამო პაოლას მეუღლე ძალიან დაკავებული იყო.

 

პაოლას გარდაცვალების შესახებ მისმა მეუღლემ მხოლოდ სახლში მისვლისას შეიტყო.

ავტორი: Prime Time

X