
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით დედაშვილი მოათავსეს. ისინი კორონავირუსით დაინფიცირებული იმ ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრები არიან, რომელიც გარდაბნიდან რამდენიმე დღის წინ ასევე ქუთაისში გადმოიყვანეს.
კლინიკაში მკურნალობას ამ დროისათვის 12 პაციენტი აგრძელებს. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსისგან განკურნებული 67 პაციენტი ჰყავს.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 34 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1684-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1315 ადამიანი. დღეს კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 299, ხოლო გარდაცვლილია 19.























