11:04 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 21 ბათუმში დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 21 ბათუმში დაფიქსირდა

აჭარაში გასული 24 საათის განმვალობაში ჩატარებული 2767 PCR ტესტირებიდან შედეგად 21 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ე.წ. ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებულია სამი შემთხვევა. დღეს დაიწყო ხოფის ბაზრიბაზე მასიური ტესტირება. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში კორონავირუსის კიდევ 45 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1321 ადამიანი. დღეს კიდევ  6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე. 

კოვიდინფიცირებული დედა-შვილი აჭარიდან ქუთაისის ინფექციურში გადაიყვანეს
2020-09-08კოვიდინფიცირებული დედა-შვილი აჭარიდან ქუთაისის ინფექციურში გადაიყვანეს

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 299, ხოლო გარდაცვლილია 19.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: Prime Time

X