11:07 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

„ჩუქდება ძაღლების თავშესაფარი“ – თამაზ ელიზბარაშვილი

„ჩუქდება ძაღლების თავშესაფარი“ – თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს აჩუქებს. ამის შესახებ თავშესაფრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. თავშესაფარი გაჩუქდება იმ პირობით, რომ ახალი მფლობელი არსებულს ცხოველებს 10 წლით შეინახავს და მოუვლის.

 

„ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად. თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.

 

გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. (ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან)

 

მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.
მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ , ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86“ – წერია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X