12:35 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს – პირველი კომენტარი

ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს – პირველი კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

ადვოკატის, ანა ჟღენტის განცხადებით, ბრალდებული დანასაულს აღიარებს და ამბობს, რომ ცრუ-ინფორმაცია ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა და სენსაციური მასალის შექმნა სურდა.

 

აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სოციალური მდგომარეობუის გათვალისწინებით მოსამართლემ ვერონიკა აროინია 2500-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

 

შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაკავებული გოგონას ოჯახის პრესკონფერენცია

⭕Live: შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაკავებული გოგონას ოჯახის პრესკონფერენცია

Posted by Prime Time on სამშაბათი, 08 სექტემბერი, 2020

ავტორი: Prime Time

X