
მსოფლიოში კორონავირუსის გართულებებით 901 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ინფიცირების საერთო შემთხვევათა რიცხვი კი მუდმივად იცვლება და მალე 28 მილიონს მიაღწევს (ამჟამად 27 734 748 ადამიანია ინფიცირებული და ეს პლანეტის მოსახლეობის 0,36%-ია).
ოთხშაბათს დილით, 9 სექტემბერს დაფიქსირდა 4 322 ადამიანის გარდაცვალება.
მხოლოდ ბოლო დღის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რიცხვი 241 ათასით გაიზარდა. კერძოდ, ინდოეთში კორონავირუსი თითქმის 90 ათასს ადამიანს დაუდასტურდა, აშშ-ში 28 ათასზე მეტს, ბრაზილიაში 17 ათასზე მეტს და არგენტინაში 12 ათასს.
ამავდროულად, საქართველო 213 ქვეყენას შორის 149-ე ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობით.
ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ამერიკის შეერთებული შტატები უდგას 6 328 054 ინფიცირების შემთვევა. მას მოსდევს ინდოეთი, შემდეგ ბრაზილია, რუსეთი და პერუ.
ჯონ ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა ოდნავ იკლო. კერძოდ, Worldometer–ის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველდღიურად ინფიცირებულთა საერთო რიცხვი თითქმის 256 ათასი ადამიანით ჩამორჩება პირველი ტალღის საშუალო მონაცემებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, პანდემიის მეორე ტალღა იმ ქვეყნებში ჩანს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს შეზღუდვები.
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი მილიონი ადამიანი 2 აპრილს დაფიქსირდა. 15 აპრილს მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. უკვე 27 აპრილს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სამ მილიონს მიაღწია.
დღეის მონაცემებით, 7 მილიონზე მეტი ადამიანი მკურნალობის პროცესშია. სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი კი 3,25 პროცენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების დინამიკა ყოველდღიურად იზრდება, სიკვდილიანობის პროცენტული რაოდენობა იკლებს.
მაგალითად, 1 მაისს 86 931 ახალი შემთხვევა და 5 262 გარდაცვლილი დაფიქსირდა, 9 სექტემბერს კი 238 309 ახალი შემთხვევა გამოვლინა, 4 940 ადამიანი კი გარდაცვლილია.
შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობა პროცენტული მაჩვენებელი იკლებს.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინგლისსა და მექსიკაში დაფიქსირდა და შესაბამისად – 12 და 11 პროცენტს შეადგენს. მათ მოჰყვება საფრანგეთი – 9%-ით და ირანი 6%-ით.
დანარჩენ ქვეყნებში მონაცემები სამ პროცენტამდე მერყეობს.






















