
18 მარტის, 11:00 საათის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 120 ადამიანი იმყოფება. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა ერთ დღეში 70-ით გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მონაცემებით, თვითიზოლაციაში ახალციხეში 47, ასპინძაში 22, ბორჯომში – 11, ახალქალაქში – 21, ნინოწმინდაში – 14, ადიგენში კი 5 ადამიანი იმყოფება.
„ზრდა მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბრუნდებიან ქვეყანაში. საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ცდილობენ მოასწრონ ქვეყანაში დაბრუნება“, – გვითხრა განყოფილების უფროსმა, ნინო ზედგინიძემ.
შეგახსენებთ, დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები დაიკეტა.
ავტორი: რუსკა გავარამაძე






















