12:30 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელები განცხადებას ავრცელებენ

ჩვენ იძულებულები ვართ ვისაუბროთ ყველა განხეთქილებასა და მის მიზეზებზე, რომელიც მწვრთნელების კუთვნილ ჰონორარს ეხება – ამის შესახებ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელების განცხადებაშია ნათქვამი.

 

„სოსო ჯაჭვლიანმა ჩვენ 6 სექტემბერს გამოგვიგზავნა „სმს„ შეტყობინებები ფედერაციაში საკადრო ცვლილების შესახებ, მწვრთნელების ცვლილებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ჩვენი მიზანი თანამშრომლობაა სამართლებრივ სამართლიან გარემოში და სივრცეში, რაც ჯაჭვლიანს არ სურს.

რა გინდათ ხალხო, გავწიროთ ჩვენი ახლობლები?! ჩვენი უფროსი თაობა?! - პაატა იმნაძის ემოციური კომენტარი
2020-09-10რა გინდათ ხალხო, გავწიროთ ჩვენი ახლობლები?! ჩვენი უფროსი თაობა?! - პაატა იმნაძის ემოციური კომენტარი

ჩვენ იძულებულები ვართ ვისაუბროთ ყველა განხეთქილებასა და მის მიზეზებზე, რომელიც მწვრთნელების კუთვნილი ჰონორარის გაყოფაზე და უკან მიტანაზე საუბრით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში ჩვენ ვითანამშრომლეთ და ამ გარიგებას წამოვეგეთ შეგვიყვანეს შეცდომაში, მაშინ, როცა საკუთარი ჰონორარის დიდი ნაწილის უკან მიტანა მოგვიწია ადრესატი კი სოსო ჯაჭვლიანი არის.

 

ამის შემდგომ ჩვენ უარი ვთქვით ჰონორარის მიტანაზე, ვინაიდან ჩვენი კანონიერი შემოსავალი ჩვენ გვეკუთვნის. ყველას თავისი როლი აქვს ფედერაციაში სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა და ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს. ბევრი მცდელობისა და ლაპარაკის მიუხედავათ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი მიზეზი ე.წ ატკატის მიცემისა.

 

გარდა ამისა, ფედერაციის წევრებად ყავს ისეთი ხალხი, რომლებსაც საერთო არ აქვთ მკლავჭიდთან. არ ყავს ისეთი დამსახურებული სპორტსმენები როგორიც მაგალითად ზაურ ცხადაძეა.

 

დაგროვდა პრობლემები და ჩვენ გვხვდა ეს პასუხისმგებლობა წილად რომ გვესაუბრა ამაზე ხმამაღლა“, – ნათქვამი მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელების განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X