
გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შემთხვევათა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენს და ძირითადად ისინი ოჯახური კონტაქტები გახლავთ.
ესენია , ისევ ხოფის სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი, სამშობიარო სახლთან დაკავშირებული შემთხვევა, – საოჯახო კონაქტები მაქვს მხედველობაში და 16 კონტაქტი გახლავთ უცნობი, მათ შორის კარანტინში ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და აგრეთვე წინა დღეს დაანონსებული უცნობ შემთხვევბთან დაკავშირებული კონტაქტები. ამის შესახებ განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.
„პაციენტების რაოდენობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 122 და იცით, რომ 18 პაციენტი, რომელსაც კლინიკური გამოვლინება არა აქვს და არიან მინიმალური სიმოტომატიკის მქონე, გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეში. მათი რაოდეობა არის 18 და ისინი 24 საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყიფებიან.
ანუ ვინ ხვდება ამ სივრცეში, ესენი არიან პირები რომლებიც მოხვდნენ კლინიკაში და მერვე დღეს თუ კი მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ ისინი საკარანტინო სივრვეში გადაგვყავს, 12 -ე დღეს კი პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ და 24 საათიანი შუალედით თუ განმეორებითი ტესტირებით ისევე უარყოფითია, ისინი დატოვებენ და გადავლენ თვითიზოლაციაში.
როდესაც პაციენტს არა აქვს სიმპტომატიკა დამახასიათებელი, მისითვის ნაკლებად დამაჯერებელია ლაბორატორიული დასკვნა, ამ დაავდებას ახლავს ასიმპტომური გამოვლინება და ამიტომ ლაბორატორიული ტესტირების პასუხი არის ის, რაზეც კლინიცისტები და ეპიდემიოლოგები აკეთებენ აქცენტს. ამიტომ ადამიანს შეიძკება არ ჰქონდეს სიმპტომი, მაგრამ იყოს დაავადებული.
გვაქვს შემთხვევები, როდესაც არ სჯერა ადამიანს, მას არ აწუხებს არაფერი და ლაბორატორიული დასკვნა კი ეუბნება, რომ ის არის დადასტურებული შემთხვევა.
ისეთი მაღალი პასუხიმსგებლობის ადამიანებიც გახლავთ, რომლებიც ასეთ შემთხვევაში თვითონ გამოდიან კონტაქტზე და მიდიან ტესტირების ჩასატარებლად და თქვენ იცით, რომ ასეთი სივრცეები არის გაშლილი, კერძოდ ხუთი კარავი უკვე არის . მიმართვიანობა მოქალაქეების მხრიდან ამ ლოკაციებზე ნამდვილად გაზრდილია, რაც მიუთითებს მათ ინტერესს, რომ გაიგონ არიან თუ არა ინფიცირებული.
დღევანდელ ჩამონათვალში ახალი არ არის, თუ არ გავითვალისწინებთ 16 უცნობ შემთხვევას. დანარჩენები კი ყველა დაანონსებულ კლასტერებთან არიან კონტაქტში, ერთი იყო დადასტურებული საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელი და იმასთან აფილირებული შემთხვევა იყო.
ისევ განვმეორდები და გეტყვით, ეს არის სამშობიარო სახლის თანამშრომლის ოჯახის წევრები.
ჩვენ გუშინ ლოკალური ტესტირება გავაფართოვეთ, იმ ლოკაციის მიხედვით საიდანაც იყო დადასტურება, რომელი დაწესებულებიდან თქვენ იცით, რომ ეს იყო სამშობიარო სახლი, სამშენებლო კომპანია “ნოვა”, ელიტელექტრონიქსი და სახელოვნებო სკოლა, ამ ეტაპზე თვითონ ამ დაწესებულებათა მენეჯერებმა და ამ ადამიანებმა ძალიან მაღალი პასუხიმსგებლობა გამოიჩინეს, აქტიურად თანამშრომლობენ ეპიდემიოლოგებთან და ორგანიზებაში გვეხმარებიან რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ტესტირება და გამოკვლევა ყველა კონტაქტირებული პირის.
სულ თავდაპირველად , როცა გარეტესტირებები დავიწყეთ 20 აგვისტო იყო, მაშინ მოქალაქეებს ვეუბნებოდით რომ 24 საათში მიიღებდა პასუხს, მაგრამ გაიზარდა ტესტირებაზე მიმართვიანობა, ჩვენ ლაბორატორიული სიმძლავრეები გავზარდეთ, უკვე გარე რეფერალითაც ვმუშაობთ, თბილისის დონეზე გადის ეს ტესტირებები, მაგრამ მაინც დროში ვერ ეტევა და 24 საათი პასუხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ყველა ის პირი, რომელიც მიემართება ტესტორებისთვის პოლიკლინიკებსა და კარვენში, აქვთ ვალდებულება რომ 3 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდნენ და 3 დღის განმავლობაში ტესტირების პასუხებს დაელოდონ.
რაც შეეხება ბათუმის ჩაკეტვას, ეს იმდენად ღრმა კომპლექსური კვლევის პასუხია, რომ ჩემს კომპეტენციებს აღემატება. ეპიდემიოლოგიური სამსახური ერთ-ერთი შემადგენელია ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ამ მოვლენის წინაშე არ ვართ და ვუმკლავდებით ისე როგორც ვახერხებთ.
122 პაციენტიდან 20 აქვს პნევმონია, სამი არის შედარებით საშუალო სიმძიმის პაციენტი, არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე, დანარჩენი ასიმპტომურ მდგომარეობაშია.
ყველას მოვუწოდებთ, რომ პასუხებს სამი დღე დაელოდონ.
ელიტექტქრონიქსა და სახელოვნებო სკოლაში თითო შემთხვევები გვაქვს. დღევანდელ ჩამონათვალში ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს იუსტიციის სახლიდან, ანუ უკვე მეორე თანამშრომელი დაინფიცირდა. იუსტიციის სახლში ყველას ტესტირება ჩაუტარდა.
ასევე ამ რიცხვში დონას კლასტერში მყოფი ორი პირი გამოიკვეთა, ისინი ოჯახური კონტაქტია.
სარიტუალო დარბაზებთან დაკავშირებით, მინდა გითხრა რომ ჩაღმავებული გამოკითხვის დროს არცერთი არ აფიქსირებდა სარიტუალო დარბაზში ყოფნის ფაქტს. გუშინ უკვე წამოვიდნენ შემხვედრ ნაბიჯებზე და უკვე ასახელებენ სარიტუალო დარბაზებს, თარიღებს.
აქამდე პაციენტები არ ამბობდნენ. მე ვფიქრობ, რომ წესრიგის დაცვა, პირბადეების ტარება უგულებელყოფილია სარიტუალო დარბაზებში და ალბათ ამას უკავშირებდნენ, რომ ნებსით თუ უნებლიედ გახდნენ ყველაფრის დამრღვევები. ახლა როდესაც ეპიდსიტუაციის გართულება დაიწყო, ალბათ უფრო ჩათვალეს საჭიროდ რომ დაეფიქსირებიათ ეს პოზიცია. სარიტუალო დარბაზების შემთხვევათა რიცხვი არ არის დაზუსტებული”- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე


























