12:22 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

რა გინდათ ხალხო, გავწიროთ ჩვენი ახლობლები?! ჩვენი უფროსი თაობა?! – პაატა იმნაძის ემოციური კომენტარი

რა გინდათ ხალხო, გავწიროთ ჩვენი ახლობლები?! ჩვენი უფროსი თაობა?! – პაატა იმნაძის ემოციური კომენტარი

„რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება, რომელიც ჩვეულებრივად არ დაიღუპებოდა“, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას საჭიროების შემთხვევაში ერთდროულად 5000-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში მსხვერპლიც დიდი იქნება. პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მეორე ტალღა იწყება - გიორგი გახარია
2020-09-10მეორე ტალღა იწყება - გიორგი გახარია

 

„გარკვეული სპეკულაციები მესმის, რომ 1200 ინფიცირებული იყო და 600 დარჩაო. 600 დღეს არის და გამზადებულია 1200 ადგილი. თუ საჭირო გახდა 5000-მდეც ავა.

 

არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, თორემ საავადმყოფოებში საბედნიეროდ პრობლება არ გვექნება ავადმყოფების განთავსების. მსუბუქები იქნებიან საკარანტინო სივრცეებში.

 

არ გვინდა, რომ ბევრი ავადმყოფი იყოს, არ გვინდა! იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება, რომელიც ჩვეულებრივად არ დაიღუპებოდა.

ყველა აკრძალვა, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა
2020-09-10ყველა აკრძალვა, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

 

ეს უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ თუ გახდება 100 ათასი კაცი ინფიცირებული, თავისთავად იქიდან 1% ბევრია უკვე. შევხედოთ სომხეთს, როგორი მდგომარეობაა იქ. არ გვინდა რომ 1000 კაცი მოკვდეს.

 

თუ ბევრი გახდება ავად, სამწუხაროდ ბევრი გარდაიცვლება, თორემ უმრავლესობა კი ბატონო, უპრობლემოდ გადაიტანს ვირუსს. რა გინდათ, გავწიროთ ჩვენი ახლობლები?! ჩვენი უფროსი თაობა?! ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ? ხომ არ უნდა გავწიროთ ეს ადამიანები?! დავიცვათ ელემენტალური წესები, რომ ამ ადამიანებს მოვუფრთხილდეთ“, – ამბობს პაატა იმნაძე.

ავტორი: Prime Time

X