
ბათუმის 22-ე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად სკოლა დაკეტილია. მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, პედაგოგი სკოლაში ბილოს 5 სექტემბერს იმყოფებოდა.
„დღეს დილით ჯანდაცვისს ცენტრმა მაცნობა, რომ ჩვენს თანამშრომელ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხაროდ, ინფიცირების წყარო უცნობია. პარასკევის შემდგომ სკოლაში არ ყოფილა.
პედაგოგმა ოჯახური პირობების გამო გათავისუფლება ითხოვა. როგორც კი აღნიშნული შემთხვევა გამოვლინდა, ყველა თანამშრომელი ტესტებს იტარებს, სკოლა დავკეტეთ და შევაჩერეთ ყველა პროცედურა. ვემზადებით სადეზნიფეციოს სამუშაოებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ვიმოქმედებთ. პედაგოგი პარასკევს ჩვეულბრივად იმყოფებოდა სკოლაში, იმ დროა მშობლები და მოსწავლეები სკოლაში არ ყოფილან”,- განაცხადა ბათუმის 22 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი რუხაძემ.
კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის თანამშრომელს, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია.
„ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა. 10 ადამიანი ვართ თვითიზოლაციაში, გუშინვე ავიღეთ ტესტები, ველოდებით ტესტების პასუხს. ყველანი ვგრძნობთ, თავს კარგად. სკოლა დაკეტილია, არავინ არის შენობაში. ინფიცირებული იმ 16 ადამიანს შორის არის, ვისი დაინფიცირების წყაროც უცნობია. დაინფიცირებული ადმინისტრაციის თანამშრომელია, მაგრამ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა“- განაცხადა სკოლის დირექტორმა ვახტანგ ბერიძემ „პრაიმტაიმთან“საუბრისას.
ინფორმაციისთვის, ბათუმში პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების მეორე ფაქტი დადასტურდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























