14:58 | 2020-09-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას წერენ კოვიდინფიცირებულ ჟურნალისტს ბოჭორიშვილის კლინიკაში

რას წერენ კოვიდინფიცირებულ ჟურნალისტს ბოჭორიშვილის კლინიკაში

ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა ვფიქრობ, რამდენი რამ გავიარე სანამ აქ მოვხდებოდი. ვნახე ჯანდაცვის სამინისტროს პრესრუმის ცარიელი ტრიბუნა ტელევიზორში, 27 თებერვალს და პაუზა, სანამ გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მერე ის ირანელი კაცი?! რომ შემოვარდა და გავარდა. და მერე რომ ჟურნალებში დაიბეჭდა და მოყვა რა თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში.

 

თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი
2020-09-09თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი

 

გეფას კაცი“ გახსოვთ? მერე სკოლა შეწყდა. მერე ცხოვრება. მერე ქუჩაში სიჩუმე დადგა. რამდენი ხელის დაბანა, რამდენი დასპირტვა, ყველაფრის გადადუღება, გამოხარშვა, წმენდა ბავშვების, გლოვოს კურიერის, პროდუქტების.. კლასტერების კვლევა. და კონტაქტების დადგენა. სანიტაიზერების შოვნა ლევად, პრავად, მერე დამცავი სათვალეები? ხან თხელი, ხან სქელი, ხან ტყვიაგაუმტარი. პირბადე? ჭრელი, ყვავილებიანი, ჩვეულებრივი, შავი, თეთრი, ყველაზე რეკომენდებული. ახალი 4, ახალი 10, ახალი 40 შემთხვევა.

 

მერე გრძელი და ერთნაირი დღეები და ჩვენი ხუმრობები – მაკარონზე, აგროჰაბზე, და რა ვიცი კიდევ რამდენ რამეზე. მერე გაჩნდა ნინია. კარანტინში. და ვერაფრით ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მერე გამოვედით და ჰაერი ჩავყლაპეთ. და დავიწყე ცხოვრება მეც. ახალი გადაცემა. სამზადისი და ბრახ.

 

არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი - ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი მიმართვას ავრცელებს
2020-09-09არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი - ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი მიმართვას ავრცელებს

 

ახლა აქ ვწევარ და მეუბნებიან, რომ დღეს რომ გამოვლინდა იმ 57-ში მე და ლევანიც ვართ. რა უცნაურია. ბოლოს, მაინც მივირბინე იქ, საიდანაც გავრბივარ ბოლო ნახევარი წელია.
ჰოდა, ბოჭორიშვილში ვწევარ „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: „ნუ გეშინია, ვიკა, არაფერი გჭირს, არ არსებობს ეს კორონა” – წერს ვიკა ბუკია.

 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი გუშინ დაუსვეს.

 

როგორც დეპუტატმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, სხდომაზე იმყოფებოდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X