
ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა — ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აცხადებს, რომ 4-დან 2 პაციენტი ცოლ-ქმარია.
მისივე ცნობით, ენგურჰესის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 57 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1334 ადამიანი.
ნახეთ ვიდეო: აჭარა უკვე წითელი ზონაა – მარინა ეზუგბაიას კომენტარი
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 299, ხოლო გარდაცვლილია 19.























