
საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 87 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1354 ადამიანი. დღეს კორონავირუსისგან 20 ადამიანი განიკურნა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 518, ხოლო გარდაცვლილია 19.






















