10:13 | 2020-09-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

87 ახალი კოვიდინფიცირებული! – საერთო რაოდენობა 1900-ს გადასცდა

87 ახალი კოვიდინფიცირებული! – საერთო რაოდენობა 1900-ს გადასცდა

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-ს შეადგენს.

 

გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი, საერთო ჯამში – 1354

 

მაჟრიალებს და თავის შემაწუხებელი ტკივილი მაქვს - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი სიმპტომებზე
2020-09-11მაჟრიალებს და თავის შემაწუხებელი ტკივილი მაქვს - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი სიმპტომებზე

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია – 19 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია – 5882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 390 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X