
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს.
ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს, თუმცა რას უკავშირდება ხომასურიძის დაკავება, უწყებაში არ დააკონკრეტეს.
შსს-ში ამ საკითხზე განცხადება, სავარაუდოდ მოგვიანებით გაკეთდება.
ცნობილია, რომ ხომასურიძემ რამდენჯერმე საჯაროდ გააჟღერა მუქარის შემცველი განცხადებები გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძისა და საქმის მოწმეების მიმართ.






















