
ორსულმა ქალმა ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ბებიის საფლავი გაქურდა – ამის შესახებ ის Facebook გვერდზე წერს.
„ახმეტაში ვარ, ცენტრალურ ქუჩაში ვცხოვრობ, წუხელ მანქანის მარცხენა სარკე მომპარეს. ზოგადად ხშირია აქ ქურდობის ფაქტები. ბებიის სასაფლაოდან მთელი ინვენტარი გაიტანეს და ქურდი ორსული ქალბატონი აღმოჩნდა. ყველაფერი გათვლილია.
უპატრონო რაიონია ახმეტა, თუ ცენტრალურ ქუჩაზე ასე ხდება სოფლებში ან გარეუბნებში რას უნდა ელოდოს ხალხი?! გამოსავალია კამერები დაყენდეს სახელმწიფოს ხარჯზე ყველგან. ქურდობა არ შეჩერდება“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.
ახმეტაში ვარ, ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობ, წუხელ მანქანის მარცხენა სარკე მომპარეს. ზოგადად ხშირია აქ ქურდობის ფაქტები….
Posted by Mariam Kublashvili on პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020























