14:16 | 2020-09-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.

 

11-14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.

 

„მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონტაქტი ე.წ. „ქორწილის კლასტერიდან“ - „მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში“ გამართული ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი
2020-09-11„მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონტაქტი ე.წ. „ქორწილის კლასტერიდან“ - „მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში“ გამართული ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი

 

სააგენტოს ცნობით, 11-12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13 სექტემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14 სექტემბერს კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X