13:55 | 2020-09-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თამაზ ხომასურიძის მამა მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ითხოვს

თამაზ ხომასურიძის მამა მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ითხოვს

დაკავებული თამაზ ხომასურიძის მამა, გიორგი ხომასურიძე ითხოვს, რომ მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდეს.

 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილი დილით, დაახლოებით, 8 საათზე დააკავეს.

 

„ან სიმართლე თქვან ან ინვალიდის ეტლები იყიდონ“ - ვის ემუქრება თამაზ ხომასურიძე
2020-09-06„ან სიმართლე თქვან ან ინვალიდის ეტლები იყიდონ“ - ვის ემუქრება თამაზ ხომასურიძე

 

მისივე თქმით, მან პოლიციელებისგან მოისმინა, რომ თამაზ ხომასურიძეს მუქარას ედავებიან.

 

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს.

 

ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს, თუმცა რას უკავშირდება ხომასურიძის დაკავება, უწყებაში არ დააკონკრეტეს.

 

შსს-ში ამ საკითხზე განცხადება, სავარაუდოდ მოგვიანებით გაკეთდება.

 

ცნობილია, რომ ხომასურიძემ რამდენჯერმე საჯაროდ გააჟღერა მუქარის შემცველი განცხადებები გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძისა და საქმის მოწმეების მიმართ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X