
თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ჯონი გიგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯონი გიგანის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.
„სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ“,- წერს გიორგი ვაშაძე.
თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჩარკვიანთან კონტაქტის გამო, ტესტის პასუხის დადგენამდე თვითიზოლაციაში გადის.























