
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 28,054,396-ს შეადგენს.
ვირუსის შედეგად 907 980 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 004 937 – გამოჯანმრთელდა.























