16:42 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც ზაფხულში აჭარას სტუმრობდა! – 24 ლოკაცია, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა

საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც ზაფხულში აჭარას სტუმრობდა! – 24 ლოკაცია, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა

აჭარაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული პაცირნტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. დღეს რეკორდული რაოდენობა, 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობაზე. ხოლო კარანტინში არაკოვიდინფიცირებული  2450 პირია მოთავსებული.

კორონავირუსი უკვე ათეულ ლოკაციაზე დაფიქსირდა.

ესენია:

  • საკონდიტრო „დონა“
  • ე.წ ხოფის ბაზრობა
  • შემოსავლების სამსახური
  • გარემოსდაცვითი დეპარტამენტი
  • საზოგადოებრივი ტრასნპორტი
  • აჭარის ტელევიზია
  • შემოსავლების სამსახური
  • იუსტიციის სახლი
  • კლინიკა „მედცენტრი“
  • ხოზრევანიძის კლინიკა
  • ბაუ
  • თერა მოტორსი
  • ბათუმის პორტი
  • სასაზღვრო პოლიცია 
  • სარიტუალო დარბაზი „აჭარა“
  • ნოვა 
  • საქართველოს ბანკი
  • სადისტრიბუციო კომპანია
  • ელიტ ელექტრონიქსი
  • აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა 
  • 22-საჯარო სკოლა
  • მე-6 და მე-15 საჯარო სკოლა
  • ბათუმის სამშობიარო სახლი

ყოველდღიურად ფართოვდება ვირუსის გავრცელების არეალი და იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.თუმცა გამკაცრდა რეგულაციები და გარკვეული შეზღუდვები დაწესდა სოციალურ ღინისძიებებზე, დაიხურა ღამის კლუბები, აიკრძალა წვეულებები, ქორწილები, ქელეხები,  როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. 

 

ათ ლოკაციაზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, სადაც საკმაოდ დიდი მიმართვიანობაა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 87 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1354 ადამიანი.   ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე. 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 518, ხოლო გარდაცვლილია 19.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X