
ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ენგურჰესში თანამშრომელთა ტესტირების პროცესი გრძელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი, ან მათი კონტაქტებია. მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.
ცნობისთვის, რუხში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 158 შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: თეა შონია























