
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მათ დადგენილი რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. ასევე, აფრთხილებს, რომ ხანდაზმულების მიმართ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.
„მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის.
გასატარებელია დამატებითი ღონისძიებები, მაგრამ მანამდე აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი.
ეს რეგულაციები ყველამ კარგად იცის და მარტივია შესასრულებლად – პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში და ღია სივრცეებშიც, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება 1.5-2 მეტრით.
მოგიწოდებთ ყველას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, დღეს, 12 სექტემბერს საქართველოში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, გამოვლენილია კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა.
stopcov.ge-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2075
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1363
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 5882
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41























