
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია “პრაიმ-ტაიმს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ ამ წუთებში დაუდასტურა.
„გვაქვს გურიაში კორონავირუსის მე-19-ე შემთხვევა ამ დროისთვის. ლაითურში, ციხის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბათუმელი მამაკაცია. ამ წუთებში მივდივართ ადგილზე, ლაითურში და მოხდება კონტაქტების მოძიება.
ჩვენ ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, არაფერი საგანგაშო არ ხდება, მართვადია ყველაფერი. უბრალოდ დავიცვათ წესები და ამით ავარიდებთ დაინფიცირების საფრთხეს ჩვენს ახლობლებას, ბებია-ბაბუებს, შვილებს.”- განაცხადა მჟავიამ ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ ეს გურიაში კორონავირუსის 19 შემთხვევაა გამოვლენილი.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი























