
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, 357 ნიმუში გაიტესტა, მათგან 8 დადებითია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, 8 კოვიდინფიცირებულიდან ერთი არასრულწლივანია. მისივე თქმით, მშობლები 9 თვის ბავშვთან ერთად, 7 სექტემბერს, ენგურის გავლით გადმოვიდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი იმყოფებოდნენ ანაკლია- განმუხური საკარანტინე სივრცეში.
ბავშვი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ 7 კოვიდინფიცირებულს, ისინი, ე.წ საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ნაწილი მათი კონტაქტებია.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად, 110 ადმიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.
ავტორი: თეა შონია























