
რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი წლების წინ ბიზნესშიც ჩაერთო. ის ჯერ სარესტორნო ბიზნესის მფლობელი გახდა და რესტორანი „თინათინი“ შექმნა, სადაც სტუმრებს ქართული კერძებით უმასპინძლდება, მოგვიანებით კი გადაწყვიტა პარფიუმერულ სფეროშიც მოესინჯა საკუთარი ძალები და ბრენდი ANSALIGY შექმნა, რომელიც წარმატებით იყიდება როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში.
პარფიუმერული პროდუქცია კანდელაკმა პირველად საკუთარი თავისთვის შექმნა და ახლა ბიზნესის გაფართოება საქართველოშიც გადაწყვიტა.
თბილისში ბიზნესი, საკუთარ მეგობარს, თეა დოლიძეს ჩააბარა. რომელიც თინა კანდელაკის ქართულ გეგმებზე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
– ქალბატონო თეა, რატომ გადაწყვიტა თინა კანდელაკმა საკუთარი ბიზნესის საქართველოში წამოწყება?
– თინას ბრენდი ANSALIGY, საქართველოში მარტის თვეში შემოვიდა. ეს პროდუქცია წარმატებით იყიდება, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში და უკვე ამერიკაშიც კი. რადგან ქართველია, გადაწყვიტა, მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოშიც შემოეტანა და ბიზნესი ქართულ ბაზარზეც დაეწყო.

როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსის გამო, ყველგან უჩვეულო სიტუაციაა, მაგრამ გაყიდვები პირიქით, ყოველდღიურად უფრო იზრდება და დიდი მოთხოვნაა პროდუქტზე.
დაგეგმილი გვქონდა, პრეზენტაციის გაკეთება, მაგრამ როცა ANSALIGY საქართველოში შემოვიდა, ორ კვირაში გამოცხადდა კარანტინი და ვეღარ შევძელით.
თინა ზაფხულშიც აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ ვერ მოხერხდა, ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და პატარა წარდგენას მაინც გავაკეთებთ.
– რა ბიზნესია ANSALIGY?
– ANSALIGY 25 სახეობის კოსმეტიკურ საშუალებას აწარმოებს, მოგესხენებათ, სატელევიზიო მაკიაჟი სახეს აზიანებს, ამიტომ თინას უნდოდა შეექმნა შრატი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა და თავისთვის შექმნა ეს ბრენდი. ANSALIGY-ს შრატით ადვილად ხდება მაკიაჟის მოშორება და ამავე დროს კანს ატენიანებს.
ძალიან პოპულარულია ასევე, თვალის პატჩები და წამწამების მკვებავი. გვაქვს ასევე დეკოლტეს მკვებავი კრემი, რომელსაც სხვა ბრენდებში ნაკლებად შეხვდებით.
ეს პროდუქცია აბსოლიტურად ვეგეტარიანული, ნოვატორული ინგრედიენტებისგან მზადდება, რომელიც რუსეთში საფრანგეთიდან ჩამოაქვთ.

– თავად აქტიურად არის ჩართული ბრენდის მართვაში?
– თავად უბრალოდ პოპულარიზაციაშია ჩართული. სხვა საკითხებზე კი, მის ფინანსურ დირექტორთან გვაქვს კავშირი.
























