
„ჯერჯერობით მთავრობას არ აქვს რეკომენდაცია, რომ დიდი სავაჭრო სივრცეები დახუროს ან მათი ფუნქციონირება შეზღუდოს“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინასწარ იმის თქმა, ბიზნესის შეზღუდვის შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, რთულია.
„ჩვენ წინასწარ ვერ გეტყვით, სხვადასხვა ბიზნესის შეზღუდვის შემდეგი ნაბიჯი რა იქნება. აქაც მივყვებით ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ღია სივრცეები არის შედარებით უსაფრთხო და ამ ეტაპზე ამ ნაწილში ჩვენ რეკომენდაციას არ ვიძლევით. თქვენ ხედავთ, რომ ეტაპობრივად ვაფართოებთ იმ ბიზნესების ჩამონათვალს, რომელიც არის მიჩნეული შედარებით მაღალი რისკის მატარებლად. გამომდინარე იმ პრიორიტეტიდან, რომ ჩვენთვის მთავარი ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, ამას ეტაპობრივად გაცნობებთ“, – განაცხადა თურნავამ.






















