10:42 | 2020-09-15 ავტორი: თამთა თორდია

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მანდატურის სამსახურის უფროსი წეროვნის საჯარო სკოლას ეწვია

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მანდატურის სამსახურის უფროსი წეროვნის საჯარო სკოლას ეწვია

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის მესამე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

გელა გელაძე სკოლაში უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო.

 

როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რეგიონების ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც სწავლა არადისტანციურად განახლდა და მანდატურის სამსახურია წამოდგენილი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მაქსიმალურად დაეხმარებიან სკოლების ადმინისტრაციებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში.

 

ამავდროულად, მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის უფასო და მაღალკვალიფიციური ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

 

(R)

ავტორი: თამთა თორდია

X