
ქუთაისში ბოლო 24 საათი განმავლობაში კოვიდინფექციის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ე.წ. 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება.
რაც შეეხება ქალქის ცენტრში არსებულ საველე ლაბორატორიას, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კარვიდან აღებული 895 ნიმუშიდან არც ერთი დადებითი არ არის.
არ გაზრდილა 24-ე საჯარო სკოლის კლასტერი, სადაც ვირუსი სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს დაუდასტურდა.
ვირუსზე უარყოფითი შედეგები მიიღეს აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და შვიდმა პროფესორ-მასწავლებელმა.
შეგახსენებთ, რომ 24-ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველმა, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის მაგისტრია, 12 სექტემბერს უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის გამოცდა ჩააბარა. მას შემდეგ, რაც მას ვირუსი დაუდასტურდა, ტესტი გაიკეთა და თვითიზოლაციაში გადავიდა ყველა ის პირი, ვინც გამოცდას ესწრებოდა.
ავტორი: კესო მოლაშხია























