17:12 | 2020-09-15 ავტორი: რუსა ღვანიძე

პირველი ქალთა კამერული გუნდი გურიაში, რომელიც „კრიმანჭულს“ და „ნადურს“ ასრულებს

პირველი ქალთა კამერული გუნდი გურიაში, რომელიც „კრიმანჭულს“ და „ნადურს“ ასრულებს

ქართულ ფოლკლორში გურულ სიმღერას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გურული „კრიმანჭული“ დღემდე, ქართული პოლიფონიის მწვერვალად ითვლება. ანზორ ერქომაიშვილი მას მერცხლების ფრენასაც კი ადარებდა. ასევე ცნობილია გურული „ყანური“ ანუ „ნადური“. 

 

მუსიკოსმა ფოტინე გორდელაძემ, რამდენიმე წლის წინ, ოზურგეთის რაიონ სოფელ ლიხაურში, ქალთა კამერული გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც როგორც გურულ, ასევე უცხოურ ფოლკლორსაც ასრულებს. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მომღერალი აცხადებს, რომ „რეხეული“, გურიაში პირველი ქალთა გუნდია, რომელიც საკმაოდ რთულ, გურულ სიმღერებს მღერის – „ნადური – ქალი ვიყავ აზნაური“, „აჭარული მაყრული“, „ჩვენ მშვიდობა“, „საფუნდრუკო“ და სხვა:

 

სტუდენტობის დასრულების შემდეგ, სოფელ ლიხაურში, ქალთა გუნდი ჩამოვალაყალიბე, რომელიც მანამდე, არ არსებობდა. თავიდან, მხოლოდ, მგალობელთა გუნდით შემოვიფარგლებოდით, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლელბით იყო დაკომპლექტებული.

 

გუნდში არაპროფესიონალი მუსიკოსები ირიცხებოდნენ, რომლებიც ძირითადად, გალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. ბევრს ვმუშაობდით, ეს იყო არა მარტო წირვა-ლოცვითი წლის პროგრამა, არამედ სადღესასწაულოც – ხმების მიხედვით გაწყობილი.

 

 

პირველი კონცერტი…

 

პირველი კონცერტი, დაახლოებით 2010 წელს შედგა – მონაწილეობა მივიღეთ წმ. გიორგი მთაწმინდელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფესტივალზე. შესაბამისად, რამდენიმე სიმღერის ჩაწერა მოგვიწია. გუნდი რვა ადგილობრივი ქალბატონისგან შედგებოდა, შემდეგ, კიდევ რამდენიმე წევრი შემოგვემატა.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, რამდენიმე პროფესიონალი გოგონა დავიმატე და გადავინაცვლეთ ქალაქში, რადგან საკონტაქტოდ, უფრო მარტივი იყო. თავდაპირველად, ფოლკლორული სიმღერების შესწავლა დავიწყეთ, მაგრამ ჩიხში შევედით, რადგან გურულ სიმღერაში, ნაკლებია ქალების რეპერტუარი.

 

გოგონებისთვის, რთული იქნებოდა, გურული სიმღერების შესწავლა…

 

ჩემი გუნდის წევრებმა, წლების განმავლობაში, საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს და ამასთანავე, რამდენიმე პროფესიონალი მომღერლიც დაგვემატა. საკმაოდ რთულ გურულ სიმღერებსაც ვმღერით, მაგრამ მაინც პრობლემაა – თითქოს, ეს არ არის ქალების შესარულებელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის, სხვა ქალთა ანსამბლებიც იბრძვიან, ჩვენც მოგვეცა საშუალება, შეგვესრულებინა, ესა თუ ის გურული სიმღერა, რომლებიც ნაკლებად გათვლილია ქალებზე.

 

ჩონგურის თანხლებით, ისეთ რთულ სიმღერებს ვასრულებთ, როგორიცაა „საფუნდრუკო“ და „ნატვრა“, ასევე „მოკლე მაყრული“, „აჭარული მაყრული“, „ფერხული“, „სხვადასვაგვარი სიყვარული“, „ჩვენ მშვიდობა“(სალუქვაძნების ვარიანტი), „დათვის წვეულება“, „ხელოვნება“.

 

მიუხედავად ამისა, კრიტიკის ქვეშ, მაინც მოვხვდით და ამიტომ ჩავწერეთ საკმაოდ რთული სიმღერა „ნადური“ – „ქალი ვიყავ აზნაური“, რადგან გუნდში ბევრნი ვართ, მოვახერხეთ ჩაწერა, რომელიც ბ-მა ანზორმა საკმაოდ მოგვიწონა.

 

„შეხედე ცხოვრებას გურულის თვალებით!“ - „მარტოკაცი“ საკუთარ თავს ეძებს
2020-09-08„შეხედე ცხოვრებას გურულის თვალებით!“ - „მარტოკაცი“ საკუთარ თავს ეძებს

 

ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილზეა საუბარი?

 

დიახ, ბ-მა ანზორმა, ჩვენ მიმართ, უდიდესი ემოცია და მადლიერება გამოხატა. ამ სიმღერას, ყველა ვერ ასრულებს, ძალიან რთულიაო. მართალია, დიდი სიყვარულით მიიღო ეს სიმღერა, ბევრი სირთულეები დაძლიეთო გვითხრა, მაგრამ ქალებზე, მაინც არ არის გათვლილიო.

 

ბ-ნი ანზორი ჩვენი დიდი გულშემატკივარია, რამდენჯერმე რჩევა ვთხოვეთ, ჩვენი სიმღერები მოესმინა და საკუთარი აზრი გამოეთქვა, რამდენად სწორი მიმართულებებით მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ რეგენტი გახლავართ – კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი დავამთავრე და მისი სახელოსნოს სტუდენტი ვიყავი.

 

ამბიცია კარგია, მაგრამ მთავარია სწორად წარმართო. შეფასება უკვე მიღებული გვაქვს, უდიდესი მუსიკოსისგან, რაც ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივია. ზოგჯერ, ბ-ნ ტრისტანთანაც გავდივართ მასტერკლასს, რომელიც გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელი და ტრიო – „შალვა ჩემოს“ (გური და ტრისტან სიხარულიძეები, მერაბ კალანდაძე) წევრი გახლავთ.

 

დამთავრებული მაქვს მუსიკალური ტექნიკუმი (სადირიჟორო) და ამავე დროს, სახელმწიფო კაპელაში ვმღეროდი. აქედან გამომდინარე, აკადემიურ სიმღერასთან, საკმაოდ დიდი შეხება მქონდა, ამიტომ შევეცადე და მოვსიჯე, ჩამომეყალიბებინა ქალთა კამერული გუნდი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ქალთა გუნდია გურიაში.

 

ანუ, პირველი ქალთა კამერული გუნდია გურიაში?

 

ასე გამოდის! როგორც ბ-ნი ტრისტანი ამბობს, გასულ წლებში, ლანჩხუთის რ-ში არსებობდა, ოზურგეთში კი, პირველები ვართ. ოზურგეთში, რომ აკადემიური გუნდი შექმნილიყო, ასეთი რამე, აქამდე, არ ფიქსირდებოდა.

 

ფოლკლორული გუნდიც კი არ არსებობდა. ჩვენი სიმღერა, მსმენელმაც კარგად მიიღო, რადგან სიახლე იყო. გურიაში ფოლკლორი, თითქმის ყველა ეზოში ჟღერს.

 

Нет описания.

 

აჭარა და გურიის მხარე გამოირჩევა ნიჭიერი მომღერლებით…

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციები თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად იკარგება, ამ თაობას, ყველაფერი ხელის გულზე აქვს. გარკვეული პერიოდი, ყველაფერი გაჩერებული იყო, მაგრამ ფოლკლორის ცენტრების დაარსებით, უდიდესი საქმე გაკეთდა.

 

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ვასწავლი და მსურველების მხრიდან, ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს. აქვს თუ არა სმენა, თითქმის ყველა ბავშვს აქვს სწავლის სურვილი.

 

რამდენიმე წლის წინ, მსურველთა ასეთი რაოდენობა, არ ფიქსირდებოდა…

 

გეთანხმებით! ეს ყველაფერი, ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილის ძალიან დიდი დამსახურებაა, ისევე, როგორც არაერთი. აკადემიურ სიმღერასთან ერთად, ქალაქური სიმღერებიც მოვსინჯეთ, ანუ მრავალმხრივ შემოვიფარგლეთ, რომ მსმენელისთვის ყოფილიყო კარგად გათვლილი.

 

ქალებს გურული სიმღერებიდან, მხოლოდ, „იავნანა“ შემოგვრჩა, რომელსაც თავისებური დატვირთვა აქვს, თავისი მსმენელი ჰყავს.

 

გურულ „იავნანაზე“ საუბრობთ…

 

დიახ! არსებობს, ამ სიმღერის რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ კი, მსმენელზე გავთვალეთ. პანდემიის პერიოდში მეც ჩავერთე – ქ. რუსთავის ახალგაზრდულ ანსამბლის ხელმძღვანელ ქ-ნ თამარ ბუაძის მოყვარულთა ჯგუფში, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე.

 

სწორედ მან შემოგვთავაზა მსოფლიო ფოლკლორი, მე თან ვსწავლობდი და თან ვასწავლიდი და როცა მოგვეცა შეხვედრის შესაძლებლობა, რეპეტიციებს შევუდექით. მართალია, კონცერტი, პანდემიის გამო, არ შედგა, მაგრამ უდიდესი გამოცდილება შევიძინე.

 

მსოფლიო ფოლკლორიდან, თქვენი რეპერტუარი…

 

ამ ხნის განმავლობაში, ორი საჩვენებელი კონცერტი გავაკეთეთ. გოგონებს ძალიან უყვართ მუშაობა, ძალდატანებით არავინ არ დადის და შესაბამისად, კარგ შედეგსაც ვიღებთ. ჩემი გუნდის ყველა წევრი, რამდენიმე სოფელში, ტაძრის მგალობლებიც არიან.

 

რა ასაკის არიან ჯგუფის წევრები?

 

ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ გუნდში, ორი თაობის წარმომადგენლები არიან და შეიძლება მესამეც დაემატოს. ჩემი მოსწავლეები, რომლებიც გამორჩეულები არიან, ჩემ გუნდში ირიცხებიან.

 

 

ძირითადად, ორი თაობის წარმომადგენლები არიან – როგორც 50 წელს გადაცილებული ქალბატონი და 20 წლამდე გოგონები, ასევე მე- 2 კლასელი ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად მღერის. ფაქტიურად, გუნდი, სამი თაობის წარმომადგენლებისგან შედგება…

 

რაოდენობა, არ მაქვს გათვლილი. ერთადერთი, რასაც მოვითხოვ, ადამიანურ ჩარჩოებს უნდა ერგებოდეს. არა მარტო ის, რომ ეკლესიური იყოს, ეს მათი პირადი არჩევანია.

 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კოლექტივი იყოს იმისთვის, რომ როცა გემღერაბა მაშინ იმღერო, ჩვენი რეპეტიციები, ერთგვარი სიამოვნება და სიხარულია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გუნდში ურთიერთობები აწყობილია.

 

 

რატომ „რეხეული“?

 

სახელწოდება „რეხეული“, სოფელ ლიხაურის სახელიდან გამომდინარე დავარქვით. როცა ანსამბლის სახელწოდების შერჩევის დრო დადგა, იმდენად ბევრი იყო მსგავსი სახელები, გადავწყვიტეთ განსხვავებული სახელი შეგვერჩია.

 

 

შემთხვევით ვნახეთ, რომ ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამრეკლოზე დატანებული იყო სიტყვები – „ღვთისმშობელო რეხუელისაო“, ეს სოფელ ლიხაურის ძველი სახელწოდებაა, აქედან გამომდინარე ვუწოდეთ „რეხეული“.

 

გუნდის გარდა, კიდევ გყავთ სხვა მუსიკალური ჯგუფები?

 

გვყავს ასევე ტრიო – „რეხეული“, ასევე გოგონათა კვირტეტი, რომლებიც ქალაქურ სიმღერებს ასრულებს. მთელი გუნდი ვმღერით, როცა მსოფლიო ფოლკლორს ვასრულებთ. ქართულ ფოლკლორსაც ერთად ვასრულებთ.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტები და პრიზები…

 

2014 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს საგუნდო საზოგადოებამ, ბავშვთა და ახალგაზრდული ფესტივალების ჩატარება დაიწყო, პირველ ტურში, ბავშვებმა, ჩემს გარეშე მიიღეს მონაწილეობა, სადაც საპატიო მიზეზის გამო, ვერ გამოვცხადდი.

 

მოხდა ისე, რომ „გრან-პრი“ მოვიპოვეთ. მას შემდეგ, ყოველ წელს ვმონაწილეობთ და თითქმის ყოველ ჯერზე, ოქროს მედლით ვბრუნდებით. ასევე მნიშვნელოვანი იყო, შარშან არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსზე, მეორე ადგილი ავიღეთ, რომელსაც ფონდი „ქართული გალობა“ აფინანსებს და ეს ჩვენთვის, საკმაოდ დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან უდიდესი ნიჭის მქონე ჟიურის წინაშე მოგვიწია დგომა.

 

ოზურგეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძრის მგალობელ-მომღერალთა ტრიო „რეხეული“ 2019 წელს არტემ ერქომაიშვილის პრემიის მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.

 

Нет описания.

 

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ 2015-16 წლებში, ქართულ ფოლკლორის ფესტივალზე, ქალთა ანსამბლებს შორის, მესამე ადგილის მფლობელები გავხდით.

 

უცხოეთში გასტროლი თუ გქონიათ…

 

სამწუხაროდ არა! გვქონდა შემოთავაზებები, მაგრამ პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ.

 

 

დაფინანსება როგორი გაქვთ?

 

რაც შეეხება დაფინანსებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბ-ნ კონსტანტინე შარაშენიძის გვერდით დგომით, ყოველთვიური შემოსავალი გვაქვს, ხელფასისი სახით. 

 

სამომავლო გეგმები…

 

 

ვფიქრობ, რომ ტაძარში, ანსამბლის მთელი გუნდი ერთად დავაყენო, რაც ხელს შეუწყობს ანსამბლის ჰარმონიულობას. კვირაში ერთხელ, თუნდაც, შაბათ დღეს, ერთად დგომა და გალობა კარგი იქნება, როგორც სულიერების, ასევე სიმღერის თვალსაზრისითაც.

 

 

 

ამისთვის უკვე ვემზადებით. ვნახოთ, რამდენად მოგვცემს საშუალებას, ქვეყანაში განვითარებული პანდემია. დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავმართოთ კონცერტები.

 

ო. თაქთაქიშვილის ფესტივალისთვის ვემზადებოდით, მაგრამ დროებით გადაიდო და როდის ჩატარდება, ამ ეტქპზე, გაურკვეველია.

 

Posted by Khatuna Salukvadze on სამშაბათი, 31 მაისი, 2016

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X