
FACEBOOK-ის მომხმარებელი მარიამ მამალაძე კორონავირუსის შესახებ ინფორმირებულობის ჯგუფში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მამალაძის თქმით, მას კარანტინის დროს დედა გარდაეცვალა და მარტო იგლოვა.
„მე დედა გარდამეცვალა კარანტინის დროს. მე დედა არ მანახეს, მომაკვდავი დედა კარანტინის გამო. მე დედა დავასაფლავე ჩემი ხელით იმიტომ რომ შეეშინდა ადამიანებს და 10 ადამიანი იდგა ჩემს გვერდით.
მე დედაა ვიგლოვე მარტო, იმის გამო რომ კორონავირუსის ეშინოდა ხალხს და არ უფიქრიათ რომ სხვასაც შეიძლებოდა ეს დამართნოდა!!
მე არასდროს არავის მივატოვებდი არაფრის გამო, არც ეხლა მოვატოვებ არავის.
მე დედა ვიგლოვე მარტომ კორონას გამო, დედაჩემის გამო ვიბრძოლებ, ჩემი ქვეყნის გამო ვიბრძოლებ, სხვა მომაკვდავებისა და მართლა ავადმყოფი ადამიანების გამო ვიბრძოლებ“, – წერს სოციალურ ქსელში მამალაძე.






















