15:14 | 2020-09-17 ავტორი: Prime Time

მკაცრი შეზღუდვები აღარ იქნება – გიორგი გახარია

მკაცრი შეზღუდვები აღარ იქნება – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გამო, სისტემური, მკაცრი შეზღუდვები აღარ იქნება.

ახლა გამომიგზავნეს უზარმაზარი ქორწილის სურათი, აკრძალულია, მაგრამ მაინც ხდება - ამირან გამყრელიძე
2020-09-17ახლა გამომიგზავნეს უზარმაზარი ქორწილის სურათი, აკრძალულია, მაგრამ მაინც ხდება - ამირან გამყრელიძე

 

„ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და არცერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს.

 

არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას.

 

ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტებური შეზღუდვები რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე, მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ იქნება“,- განაცხადა გახარიამ.

 

იხილეთ ვიდეო

ავტორი: Prime Time

X