
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ჟანგბადის კომპრესორი აფეთქდა. დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.
ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ექიმებმა დაშავებულებს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ამ წუთებში შემთხვების ადგილზე მუშაობს პოლიცია.
ავტორი: თათია გოლოშვილი






















