23:34 | 2020-09-17 ავტორი: Prime Time

ნახეთ, სად, რა ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ PCR ტესტი

ნახეთ, სად, რა ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ PCR ტესტი

თუ პირი სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს არ ექვემდებარება, მაგრამ სურს გაიკეთოს ტესტი, ამ შემთხვევაში, მან თავად უნდა მიმართოს იმ ლაბორატორიებს, სადაც PCR ტესტირება ტარდება.

 

ქვეყნის მასშტაბით, ასეთი 25 ლაბორატორიაა

 

ტესტის ღირებულება 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პასუხის ვადებს;

 

პასუხების მიღების ვადა 24-48 საათია. დაჩქარებული პასუხის მოთხოვნის შემთხვევაში, იზრდება თანხა, თუმცა, მცირდება დრო და ნაცხის აღებიდან რამდენიმე საათში, პასუხი მზადაა;

 

ზოგიერთ ლაბორატორიაში, PCR ტესტის ასაღებად, წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. ცოცხალი რიგითაც.

 

სად შეგიძლიათ ჩაიტაროთ PCR ტესტი?

 

თუკი თქვენ არ ექვემდებარებით სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს, მაშინ PCR ტესტი, საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ კლინიკებში: „ულტრამედი“, „მედისონი“, „მედკაპიტალი“, „ნეოლაბი“, „ციტო“, „ევექსი“, „გორმედი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, „ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“, „ონის სამედიცინო დაწესებულება“, „ზუგდიდი ინფექციური საავადმყოფო“.

 

                 მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ნომრებზე:

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

მთავრობის ცხელი ხაზი 144

ავტორი: Prime Time

X