10:38 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა. დღეს ინფიცირების კიდევ 182 შემთხვევა გამოვლინდა. პირველი დღიდან მოყოლებული, სულ გამოჯანმრთელებულია 1435 ადამიანი.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ნახეთ, სად, რა ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ PCR ტესტი
2020-09-17ნახეთ, სად, რა ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ PCR ტესტი

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ავტორი: Prime Time

X