12:45 | 2020-09-20 ავტორი: Prime Time

ვინ არის კოვიდინფიცირებული აჭარიდან, რომლის მდგომარეობასაც ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ

ვინ არის კოვიდინფიცირებული აჭარიდან, რომლის მდგომარეობასაც ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე დიდი კოვიდმიმღები კლინიკაა აჭარაში, ამ ეტაპზე 158 პაციენტია მოთავსებული. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიორგი კიკაბიძე აცხადებს, პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნება და ის მართვით სუნთვაზე იმყოფება.

 

„72 წლის მამაკაცი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. მამაკაცის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მას აქვს ინსულტი და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 158 კოვიდინფიცირებულია, აქედა 17 იმყოფება რეანიმაციაში, მათგან 5-ის მდგომარეობა არის მძიმე”- განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

„10 წელზე მეტია მხარს უჭერენ პარტიას, რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა“ - მაია ბუწაშვილი
2020-09-20„10 წელზე მეტია მხარს უჭერენ პარტიას, რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა“ - მაია ბუწაშვილი
ავტორი: Prime Time

X