
ბათუმის სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე 20 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტია მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყიფილებელია და დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„დაგვემატა სამი პაციენტი. ამჟამად კლინიკაში 20 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე ქალბატონი იმყოფება. ორი გვყავს 38 კვირის ფეხმძიმე. თუმცა ამ ეტაპზე საკეისრო კვეთას არ საჭიროებენ.
ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი როგორც პაციენტების, ასევე ახალშობილებისთვისაც. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკა მობილიზებულია 30 პაციენტის მისაღებად. თუმცა გვაქვს რესურსი და საჭიროების შემთხვევაში 50-55 პაციენტის მიღებას შევძლებთ”- აცხადებს ნუგზარ პაპავა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























