18:31 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

საკუთარ დაბადების დღეზე გორში 22 წლის გოგო გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

საკუთარ დაბადების დღეზე გორში 22 წლის გოგო გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 22 წლის გოგონა გაურვეველ ვითარებაში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვლილი იპოვეს.

 

dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას სავარაუდოდ, გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემები არ ჰქონია.

 

„მეც არ მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა“ - კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტის ბოლო პოსტი
2020-09-22„მეც არ მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა“ - კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტის ბოლო პოსტი

 

როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

 

„გარდაცვლილი ფლავში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯახის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, სამი თვის ბავშვი ჰყავდა. დაბადების დღე ჰქონდა იმ დღით, როდესაც გარდაიცვალა, სტუმრები ჰყავდათ, მშობლები ჩამოვიდნენ ერთ-ერთი სოფლიდან და გარდაცვლილის დედას ბავშვის ტირილი ესმოდა, სავარაუდოდ შიოდა, რომ შევიდა სახლში, 22 წლის გოგო გარდაცვლილი დახვდა”,- ამბობს სოფლის წარმომადგენელი.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: Prime Time

X