
საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 22-ე პაციენტი გარდაიცვალა






















