22:07 | 2020-09-23 ავტორი: Prime Time

გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებენ – მიზეზი სასაცილოა (VIDEO)

გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებენ – მიზეზი სასაცილოა (VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კვიპროსული მედია თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებს.

 

მიზეზი „ანორთოსისისა“ და „აპოლონს“ შორის გამართული მატჩია. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც „აპოლონის“ ფეხბურთელი თერთმეტმეტრიანს ასრულებდა, კვიპროსული მედიის მტკიცებით მას ლორიამ მიანიშნა, რომ მარცხენა კუთხეში დაერტყა. კვიპროსულ მედიას მტკიცებულებად ლორიას მხრიდან მარცხენა მიმართულებით თავის გაქანება მოჰყავს.

 

ამ საკითხზე ჟურნალისტებმა „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს, თუმცა ქართველმა სპეციალისტმა კითხვას არ უპასუხა.

 

აღნიშნული ეპიზოდის შესწავლა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომისიამ დაიწყო.

 

 

„არ მინდა დავიჯერო ექიმების შეფასება, რომ მდგომარეობა თითქმის უიმედოა“ - კვაშალი კოლეგაზე
2020-09-20„არ მინდა დავიჯერო ექიმების შეფასება, რომ მდგომარეობა თითქმის უიმედოა“ - კვაშალი კოლეგაზე
ავტორი: Prime Time

X